English

გალერეა შარდენი

Search

ისტორია

გალერეა შარდენი დაარსდა 1998 წელს

გალერეა მდებარეობს თბილისის მთავარ ქუჩაზე, რუსთაველის 13 ნომერში.სასტუმრო თბილისი მარიოტის შენობაში, უკავია 260 კვ.მ.

გალერეის საქმიანობის ძირითადი  სფეროა - თანამედროვე ქართული სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების პოპულარიზაცია.

სახვითი ხელოვნების ნაწილი მოიცავს მხატვრობას დაწყებული XX საუკუნიდან თანამედროვე პერიოდამდე.

გალერეა თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას ახორციელებს რამოდენიმე გზით – წარმოადგენს მუდმოვმოქმედ ექსპოზიციას, სადაც გამოფენილია ქართველი კლასიკოსი მხატვრების შემოქმედება (ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, დავით კაკაბაძე, კირილე ზდანევიჩი და ა.შ), ასევე ორგანიზებას უწევს XX საუკუნის 50-იანი წლებიდან მოღვაწე მხატვრების პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებს, აუქციონებს, დაინტერესებულ პირთათვის და კოლექციონერებისათვის იძლევა პროფესიონალურ კონსულტაციებს.

ქართული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების პოპულარიზაციისათვის გალერეას ორგანიზებული აქვს მრავალი ჯგუფური და პერსონალური გამოფენა. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო გამოფენებში, კონკურსებსა და ღონისძიებებში. თანამედროვე ტიხრული მინანქრის განვითარებისათვის გალერეამ განახორციელა ორი მნიშვნელოვანი პროექტი - მინანქრის საერთაშორისო ბიენნალე “ახალი ტალღა” 2004 - 2006 წლებში.

გალერეამ ორგანიზება გაუკეთა თანამედროვე ქართული ტიხრული მინანქრის გამოფენას ინგლისში (2006წ. ლონდონი, გალერეა ), იტალიასა(2007წ. რომი, გალერეა Via Margutta) და საფრანგეთში. (2008წ. ლიმოჟი, მინანქრის სახლი)


გალერეა შარდენის დამფუძნებლები არიან ხათუნა ჩხეიძე, მაია ნოზაძე, ია დვალი
Website created with financial support of the EBRD BAS Programme Georgia
Copyright © AlterGroup 2012 - 2024