English

გალერეა შარდენი

Search

მეორე ბიენალე

გალერეა შარდენმა 2006 წელს ჩაატარა მინანქრის II საერთაშორისო ბიენალე "ახალი ტალღა", რომელიშიც 17 ქვეყნის 100–მდე მხატვარმა მიიღო მონაწილეობა.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები შეირჩა საერთაშორისო ჟიურის მიერ. გამოფენა ასახავდა მინანქრის ხელოვნებაში ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარე მრავალფეროვან მხატვრულ ტენდენციებს. ბიენალეს ფარგლებში ჩატარდა რამოდენიმე საინტერესო ვორქ–შოპი და სემინარი, რომელმაც მრავალი ქვეყნის მხატვართა გაცნობას და გამოცდილების გაზიარებას შეუწყო ხელი.
გამოფენის წარმატებით ორგანიზებაში დიდი წვლილი მიუძღვით ბიენალეს ჟიურის წევრებს: ჯუდი სტოუნს (აშშ), ბარბარა ლიპს (გერმანია), იოკო იოშიმურას  (იაპონია), ნურია რიბალტას (ესპანეთი), კაკო თოფურიას  (საფრანგეთი), ირინა არსენიშვილს (საქართველო)

გამოფენაზე წარმოდგენილი გამარჯვებული ნამუშევრები დაჯილდოვდა სხვადასხვა პრიზით:

1. პრიზი საუკეთესო დამწყები მხატვრისათვის: მამუკა მეგრელიშვილი (საქართველო) ზარდახშა "ოკეანე"
2. მაყურებლი სიმპათიის პრიზი: ნინო ბურკაძე (საქართველო) ბეჭედი ”კლიმტის კოცნა”
3. ჟიურის სიმპათიის პრიზი: ირაკლი ფანჩულიძე (საქართველო)  კომპოზიცია "გემი ოკეანეში"
4. პრიზი საუკეთესო სამკაულისათვის: დავით ჩხეიძე (საქართველო) ყელსაბამი
5.პრიზი საუკეთესო მინანქრის კომპოზიციისათვის: ანა–სოფი მუზიო (საფრანგეთი) კომპოზიციისათვი arbil 1
6.პრიზი მინანქრის საუკეთესო ნივთისთვის : იოკო იოშიმურა (იაპონია) ლარნაკი "ყვავილები წვიმიან ამინდში"
7. ნაციონალური პრიზი: ნინო გიორგაძე (საქართველო), ხატი ”საიდუმლო სერობა”
8. მთავარი პრიზი: პაატა პაატაშვილი(საქართველო), კომპოზიცია "მაშინ"
ბიენალეს გენერალური სპონსორი: ბანკი  რესპუბლიკა
სპონსორი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში
საინფორმაციო მხარდაჭერა: სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2

მთავარი პრიზი: პაატა პაატაშვილი (საქართველო), კომპოზიცია "მაშინ" ნაციონალური პრიზი: ნინო გიორგაძე (საქართველო), ხატი ”საიდუმლო სერობა” მაყურებლი სიმპათიის პრიზი: ნინო ბურკაძე (საქართველო), ბეჭედი ”კლიმტის კოცნა” პრიზი საუკეთესო სამკაულისათვის: დავით ჩხეიძე (საქართველო) ყელსაბამი პრიზი საუკეთესო დამწყები მხატვრისათვის: მამუკა მეგრელიშვილი (საქართველო) ზარდახშა "ოკეანე" პრიზი მინანქრის საუკეთესო ნივთისთვის : იოკო იოშიმურა (იაპონია) ლარნაკი "ყვავილები წვიმიან ამინდში"
Website created with financial support of the EBRD BAS Programme Georgia
Copyright © AlterGroup 2012 - 2024