English

გალერეა შარდენი

Search

პირველი ბიენალე

მინანქრის ხელოვნებას საქართველოში უძველესი ტრადიცია აქვს, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ეს დარგი მივიწყებული იყო. მისი აღმავლობა  XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ასპარეზზე გამოვიდა მხატვართა ახალი თაობა. სწორედ ამიტომ გალერეა შარდენმა 2004 წელს ორგანიზება გაუკეთა მინანქრის I საერთაშორისო ბიენალეს, რომელსაც "ახალი ტალღა" ეწოდა. იგი ხელოვნების ამ დარგის მოწინავე ტენდენციებს ასახავდა. ბიენალეს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა 15 ქვეყნის 70–მდე მხატვარმა მიიღო, მაგრამ გამოფენაში მონაწილეობა მხოლოდ 40 მხატვარს ხვდა წილად.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ვორქ–შოპი, რომელზეც მხტვრებმა შეისწავლეს მინანქრის ამერიკული ექსპერიმენტული ტექნიკა და სემინარი, სადაც განიხილა როგორც ქართული, ასევე ამერიკული მინანქრის ტრადიციები. ვორქ–შოპი და სემინარი ჩაატარა აშშ მინანქრის საზოგადოების გამგეობის წევრმა – ჯუდი სტოუნმა.

გამოფენაზე წარმოდგენილი გამარჯვებული ნამუშევრები დაჯილდოვდა შემდეგი პრიზებით:

1. მაყურებლის სიმპათიის პრიზი – ნინო ბურკაძე (საქართველო)  ნამუშევარი  “აღმოსავლური ბეჭედი”
2. პრიზი საუკეთესო სამკაულისთვის – პაატა პაატაშვილი (საქართველო) ყელსაბამი “ხალხური ზღაპარი”
3. პრიზი საუკეთესო დიზაინისთვის – დათო ჩხეიძე (საქართველო)  თასი  “Primavera"
4. პრიზი საუკეთესო კომპოზიციისათვის –  ზაზა ლოდია (საქართველო) კომპოზიცია ”ქალი”
5. ეროვნული პრიზი – ნინო გიორგაძე (საქართველო) ხატი ”ბზობა”

სპონსორები და მხარდამჭერები:
გენერალური სპონსორი – ღვინო “თამადა”
ოფიციალური სპონსორი –საერთაშორისო ოპერატორი “საქტელკომპლუსი” 8-15
ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”
აშშ საელჩო საქართველოში
ნაყინი “თოლია”

საინფორმაციო მხარდაჭერა:
რადიო "მწვანე ტალღა"
გაზეთები “24 საათი”, “Georgian Times”, “ტრიბუნა”

სარეკლამო მხარდაჭერა:
სარეკლამო კომპანია “ორიონი”

პრიზი საუკეთესო კომპოზიციისათვის –  ზაზა ლოდია(საქართველო) ,კომპოზიცია ”ქალი” პრიზი საუკეთესო დიზაინისთვის – დათო ჩხეიძე (საქართველო), თასი  “Primavera" ეროვნული პრიზი – ნინო გიორგაძე  (საქართველო), ხატი ”ბზობა” მაყურებლის სიმპათიის პრიზი – ნინო ბურკაძე (საქართველო), ნამუშევარი  “აღმოსავლური ბეჭედი” პრიზი საუკეთესო სამკაულისთვის – პაატა პაატაშვილი (საქართველო), ყელსაბამი “ხალხური ზღაპარი”
Website created with financial support of the EBRD BAS Programme Georgia
Copyright © AlterGroup 2012 - 2024